აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა ოფიციალურად დაიხურა

05 სექტემბერი 2016, 20:00 750 ნახვა

დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა ოფიციალურად დაიხურა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ საკითხზე იმსჯელეს. კანონმდებლებს რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში ანზორ თხილაიშვილმა ჩააბარა. „ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთერთი საუკეთესო შედეგი“-ასე აფასებს კვარტალურ ბიუჯეტს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. რეგიონის პირველი კანონმდებლის ავთანდილ ბერიძის ინფორმაციით, ბიუჯეტში შემოსულობების ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული, ხოლო, რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, აქ პროცენტულმა რაოდენობამ 92 შეადგინა.

ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით ისაუბრა დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ კვარტალურ ბიუჯეტში აუთვისებელი რამდენიმე მილიონი ლარი დარჩა, რაც შეუსრულებელმა პროგრამებმა განაპირობა.

თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში