8 ეკომიგრანტმა ოჯახმა ბინები მიიღო

06 სექტემბერი 2016, 20:00 819 ნახვა

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, რვა ეკომიგრანტმა ოჯახმა დღეს ბინები მიიღო. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მათ ხელშეკრულებები იუსტიციის სახლში გაუფორმა. უწყებამ, თანადაფინანსების პრინციპით, პროგრამა წელს აამოქმედა. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით 115 ეკომიგრანტი დაკმაყოფილდება, თითოეულ ოჯახზე 25-25 ათასი ლარია გათვალისწინებული. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი სამი მილიონი ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებების გაფორმების პროცესს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გორგილაძე და სტიქიის შედეგად დაზარლებული ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში