12 საათის მონაცემებით უსკოში პარტიული სია 6 საარჩევნო სუბიექტმა შეიტანა

07 სექტემბერი 2016, 20:00 963 ნახვა

12 საათის მონაცემებით უსკოში პარტიული სია 6 საარჩევნო სუბიექტმა შეიტანა. მათ შორისაა 5 დამოუკიდებელი პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი. ესენია:  ''უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“; ''დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის’’; ''ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“; „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია.“ საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა.“ და ,,საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია.“ 
უსკოს შესაბამის სამსახურს პარტიული სიების გადასამოწმებლად 10 დღიანი ვადა აქვს. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, გამოსასწორებლად პარტიებს 3 დღე ექნებათ. 
აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის უსკოში სულ 20 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული, აქედან 9 პარტია გაერთიანებულია 4 ბლოკში, 16 პოლიტიკური გაერთიანება კი დამოუკიდებლად მონაწილეობს. იმ შემთხვევაში, თუ უსკოში რეგისტრირებული რომელიმე საარჩევნო სუბიექტი არ წარადგენს პარტიულ სიას, ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუქმდება პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია.

ამავე კატეგორიაში