''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' პროპორციული სიის პირველი ათეული ცნობილია

07 სექტემბერი 2016, 20:00 976 ნახვა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის პირველი ათეული ცნობილია. სიას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, ათეულს კი „ქართული ოცნების“ ახალი სახე ირინა ფრუიძე ასრულებს.

უფრო კონკრეტულად, პარტიის ათეული ასე გამოიყურება: 1. გიორგი კვირიკაშვილი, 2. კახა კალაძე, 3.ირაკლი კობახიძე, 4.თამარ ჩუგოშვილი, 5.გიორგი გახარია, 6.აკაკი ზოიძე, 7.თამუნა ხულორდავა, 8. რომან კაკულია, 9.სოფო ქაცარავა და 10.ირინა ფრუიძე.

ამავე კატეგორიაში