პრემიერი აჭარაში

12 სექტემბერი 2016, 20:00 1151 ნახვა

    საქართველოს პრემიერ მინისტრი აჭარაშია. დაანონსებულია, რომ  გიორგი კვირიკაშვილი დღესვე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩავა. ხელვაჩაურის შემდეგ  პრემიერი ქედაში,  შუახევსა და ხულოში, მოგვიანებით კი ქობულეთში ამომრჩევლებს შეხვდება.

    მანამდე კი ის ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. „ ჩვენი ეკონომიკა ეკონომიკური ზრდის კუთხით დღესაც წარმატების მაგალითია  რეგიონში, - განაცხადა მისი პატრონაჟით მოწყობილ ფორუმზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს, ისინი ხედავენ სტაბილურ ნორმატიულ გარემოს, რეგულაციების სიმცირეს, დაბალ გადასახადებს, ბიუროკრატიის ნაკლებობას და ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს. მისივე თქმით, საერთაშორისო ტრანსპორტის ინდუსტრიის უახლესი და ყველაზე უსაფრთხო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, 2012 წლის შემდეგ საქართველოს საზღვაო სექტორში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები  განხორციელდა  . გარდა ამისა, პრემიერმმა ყურადრება გარემოსდაცვით ღონისძიებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.  

ამავე კატეგორიაში