უსკო-ს პარტიული სიების ანალიზი

22 სექტემბერი 2016, 20:00 917 ნახვა

გენდერულ ჭრილში არჩევნებში მონაწილე 15 პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარდგენილი პარტიული სიების ანალიზი უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გააკეთა. როგორც უსკოს ვებგვერდზეა მითითებული, 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 471 კანდიდატია რეგისტრირებული, მათ შორის 141 ქალი. ყველაზე კარგად ბალანსი დაცული აქვს ლეიბორისტულ პარტია, რომელსაც სიის პირველ ათეულში ქალები მე-3, მე-6 და მე-8 პოზიციებზე ჰყავს წარდგენილი, ასევე, პარტიის სახელით ორ მაჟორიტარულ ოლქში კენჭს იყრიან ქალები. მეორე ადგილზეა "ეროვნული ფორუმი". ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ბლოკს აქვს „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელსაც სიის პირველ ათეულში ქალი საერთოდ არ ჰყავს.

ავტორი: თამილა დოლიძე

ამავე კატეგორიაში