თვითნებურად შესახლებულები ელქტროენერგიის მიწოდებას ითხოვენ

28 სექტემბერი 2016, 20:00 851 ნახვა

ყოფილი 25-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულები ელქტროენერგიის მიწოდებას ითხოვენ. უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ტერიტორიაზე დაახლოებით 400 ოჯახი ცხოვრობს. მათ ელექტროენერგიის მიღება ხშირად სხვადასხვა საშუალებით უწევთ. უფლებადამცველი ამბობს, რომ ტერიტორია ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ენერგოპროზე გაასხვისა, მფლობელი კი მათთან კომპრომისზე არ მიდის და მოსახლეობას ტერიტორიის დაცლას თხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, თუ ელექტროენერგია დაუყოვნებლივ არ აღდგება, ისინი მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ გადაინაცვლებენ.

„ადგილზე უკვე იმყოფებიან ჩვენი სპეციალისტები, ისინი სიტუაციაში გარკვევას ცდილობენ, საკითხი მალე გადაწყდება“, - განაცხადა საკითხის კომენტირებისას აჭარის მთავრობის მეთაურმა.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში