ზურაბ პატარაძე შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავს

28 სექტემბერი 2016, 20:00 856 ნახვა

“აჭარის მთავრობის მეთაური ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავს”,-ამის შესახებ ზურაბ პატარაძემ დღეს სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ის სტუდენტებს საგანმანათლებლო სისტემასა და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა. უკვე მეოთხე წელია, იმ სტუდენტებს, რომელთაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, ასევე, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან, უწყება სწავლის საფასურს მთლიანად უხდის. ასეთი კი რეგიონში დაახლოებით 900 სტუდენტია. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრიც ესწრებოდნენ.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში