ზაზა რუხაძემ შესაძლოა საკუთარი კანდიდატურა მოხსნას

04 ოქტომბერი 2016, 20:00 842 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილმა ზაზა რუხაძემ შესაძლოა საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. მიზეზად  რუხაძემ განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსა და მის გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ, როგორც წარსულის, ისე სადღეისო რეალობის თვალსაზრისით, კითხვები აქვს.  მისივე თქმით, მზადაა როგორც პროფესიონალმა მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული ინსტიტუციის აღმშენებლობა-გაჯანსაღებაში, თუმცა სურს სრულად დარწმუნდეს „პროცესში პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული სუბიექტების ღრმად დემოკრატიულ, ზეპარტიულ და სახელმწიფოებრივ მიდგომებში“.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა 5 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის წარდგენის უფლება გამოიყენა და პარლამენტს ასარჩევად ზაზა რუხაძე შესთავაზა. 

ამავე კატეგორიაში