ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა 90 %-ით გაიზარდა

04 ოქტომბერი 2016, 20:00 896 ნახვა

ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა 90 %-ით გაიზარდა, - სტატისტიკას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავაცელებს. 
უწყების მიერ გავცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცენტრების მომსახურებით, თვის განმავლობაში 14 ათას 514 ვიზიტორმა ისარგებლა. 9 თვის მონაცემებით კი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს 77 ათას 345 ტურისტი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102% -ით მეტია. 
ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით განსაკუთრებით რუსი, უკრაინელი, თურქი და პოლონელი ტურისტები სარგებლობდნენ. მათი უმრავლესობა მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით არსებული ტურისტული მარშრუტებით, ღირსშესანიშნაობებითა და გასტრონომიით ინტერესდებოდნენ.

ამავე კატეგორიაში