საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოში გაგრძელდება

04 ოქტომბერი 2016, 20:00 884 ნახვა

საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოში გაგრძელდება

ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა. კონკრეტულად, კი იმ საკითხს, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოში გაგრძელდეს.

   კომიტეტი მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, 90 დღის განმავლობაში უვიზო რეჟიმს ითვალისწინებს.

   ევროკავშირის საბჭომ მხედველობაში მიიღო, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა.

ამავე კატეგორიაში