როდის უყრის კენჭს ევროპარლამენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას?

05 ოქტომბერი 2016, 20:00 955 ნახვა

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას კენჭი, შესაძლოა, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში დაგეგმილ სხდომაზე უყაროს. ინფორმაცია ევროკავშირის მუდმივმოქმედი ელჩების გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ გავრცელდა. პარალელურ რეჟიმში, როგორც ვიზალიბერალიზაციაზე, ასევე, დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თუ დღეს საბჭოში რეგულაციებზე შეთანხმდებიან, ეს პროცესს დააჩქარებს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის მომხსენებელ მარია გაბრიელს კი შესაძლებლობა მიეცემა, ევროკავშირის წარმომადგენლებთან კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს. აღმოსავლეთ-პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებიდან, მოლდოვას შემდეგ, საქართველო იქნება მეორე, რომელიც ევროგაერთიანებასთან უვიზო მიმოსვლას მიიღებს. გადაწყვეტილებას კოსოვო, თურქეთი და უკრაინაც ელოდებიან.

ამავე კატეგორიაში