ახალი სასწავლო წელი ბათუმის დემოკრატიის სკოლაში

05 ოქტომბერი 2016, 20:00 945 ნახვა

   დღეს ბათუმის დემოკრატიის სკოლამ ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სასწავლო კურსს, კონკურსის შედეგად შერჩეული 20 მსურველი გაივლის. 5-თვიანი პროგრამა 150 საათს მოიცავს, ყოველი კვირის ხუთშაბათსა და პარასკევს კი 6-საათიანი ტრენინგი ჩატარდება. ნიმდის დემოკრატიის სკოლები ინტენსიურ საგანანათლებლო პროგრამას წარმოადგენენ, რომლებიც ადგილობრივი თვიმმართველობების, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი. პროექტს საქართველოში „ნიდერლანდის ინსტიტუტი - მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში