ყოფილი ფოსტის შენობაში სასტუმროსა და კაზონოს მშენებლობა სრულდება

06 ოქტომბერი 2016, 20:00 879 ნახვა

   ბათუმის ცენტრალურ უბანში, მემედ აბაშიზისა და ბარატაშვილის ქუჩების კვეთაში, ყოფილი ფოსტის შენობაში, სასტუმრო „ვინდემი“-სა და კაზინო „პრიცესა“-ს მშენებლობა სრულდება.  ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სტანდარტული, დელუქსი და  საპრეზიდენტო 146   ნომერია. შენობაში, ასევე, სპა, რესტორანი, ღამის კლუბი, საკონფერენციო დარბაზები და ოფისებია განთავსებული. რაც შეეხება კაზინოს, ის 1400 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული.

    სამუშაოების მიმდინარეობას დღეს აჭარის მთვარობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის პირველ ფინანსისტთან ერთად გაეცნო.

ამავე კატეგორიაში