საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის შენიშვნები

06 ოქტომბერი 2016, 20:00 953 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დირექტორის არჩევის დამტკიცებულ წესს უწუნებს. დოკუმენტთან დაკავშირებით, შენიშვნები ბორდის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელში გამართულ დღევანდელ სხდომაზე გამოთქვეს. მათი განცხადებით, კრიტერიუმები რომლებიც მაუწყებლის ხელმძღვანელის შესარჩევად არის დამტკიცებული, კანდიდატის უნარების სრულფასოვნად შემოწმებას ვერ უზრუნველყოფს. ამასთან, ბორდის წევრებმა შენიშვნა დირექტორის არჩევის წესში ქვორუმთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერებზეც გამოთქვეს. სხდომაში სკაიპის საშუალებით მონაწილეობა მიიღო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმაც.

ამავე კატეგორიაში