ბათუმში 69-ე ოლქის #1 უბანზე პატრული გამოიძახეს

07 ოქტომბერი 2016, 20:00 942 ნახვა

ბათუმში 69-ე ოლქის #1 უბანზე პატრული გამოიძახეს

     ბათუმში 69-ე ოლქის #1 უბანზე პატრული გამოიძახეს. როგორც უბნის თავმჯდომარე მაია ბლადაძემ  განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი   ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს, რის გამოც პატრული გამოიძახა.

  "დილით, 8:00 საათზე პროცედურების დაცვით გავხსენით უბანი. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, ჩხუბით, ყვირილით ცდილობდა საარჩევნო პროცესის შეფერხებას. კომისიის საქმიანობაში ერეოდა და ხელს უშლიდა იმ პროცედურებს, რაც წინ გველოდებოდა. საათნახევარი გრძელდებოდა ეს და ბოლოს ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ამომრჩევლებზეც ახდენდა უკვე გავლენას და გამოვიძახე პოლიცია", - აღნიშნა მაია ბლადაძემ.

   "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ამ საკითხზე ბრიფინგს გამართავენ.

ამავე კატეგორიაში