საია-ს ბოლო მონაცემები

07 ოქტომბერი 2016, 20:00 876 ნახვა

ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა დარღვევის შესახებ, ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ და როგორც კი გვექნება დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას გავაცნობთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. 
რაც შეეხება ამ დროისთვის უკვე გადამოწმებულ ფაქტებს, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ პერიოდისთვის ძირითადი დარღვევები დაფიქსირებულია წილისყრის პროცედურებთან და რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლების არასათანადო ქცევასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ზოგადად ძირითადად უბნები დროულად გაიხსნა და აღჭურვილი იყო შესაბამისი მასალით.

ამავე კატეგორიაში