ქვეყანაში ხმის მიცემის პროცედურა 5 საათია მიმდინარეობს

07 ოქტომბერი 2016, 20:00 1002 ნახვა

ქვეყანაში ხმის მიცემის პროცედურა 5 საათია მიმდინარეობს

უკვე 5 საათია ქვეყანაში ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს. მოსახლეობა საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობას ირჩევს. სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში, განსაკუთრებული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. აჭარაში სულ 6 მაჟორიტარული ოლქია, აქედან 3 ბათუმშია, ერთი მაღალმთიან აჭარაში, ერთი ქობულეთში, ერთიც ხელვაჩაურში. წელს პირველად მაღალმთიანი აჭარა ერთ მაჟორიტარს ირჩევს, ბათუმი კი სამს. აჭარაში 308 ათას 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან ბათუმში 158 ათას 963. აჭარაში სულ 347 საარჩევნო უბანია. უმაღლეს საბჭოში პროპორციული წესით 15, მაჟორიტარულით კი 6 წევრი უნდა აირჩეს. უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატი მოხვდება. პარტიული სიით 15 მანდატისთვის 471 კანდიდტი იბრძვის. 6 მაჟორიტარულ ოლქში მანდატის მოპოვებას 76 მაჟორიტარობის კანდიდატი ცდილობს.
რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, საარჩევნო სიებში 471 კანდიდატიდან 142 ქალი, 329 კი მამაკაცია. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 11 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობს, რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, აქ 25 პარტიაა რეგისტრირებული. საქართველოს პარლამენტში 150 მანდატია. აქედან 73 დეპუტატი მაჟორიტარული წესით და 77 კი პროპორციული სიით ირჩევა. მაჟორიტარი კანდიდატობის 73 მანდატისთვის 816 კანდიდატი იბრძვის, საპარლამენტო არჩევნებში სულ 25 პარტია მონაწილეობს, პარტიული სიებით
 77 პროპორციული მანდატისთვის სულ 3 ათას 524 კანდიდატი იბრძვის.

ამავე კატეგორიაში