GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგები

07 ოქტომბერი 2016, 20:00 874 ნახვა

GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" გამოკითხულთა - 39,9 % უჭერს მხარს, ხოლო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" – 32,74%.

GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას ასევე ახერხებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც აღნიშნული მონაცემებით 5,76% უჭერს მხარს.

  GFK-ს ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, ”ლეიბორისტულმა პარტიამ” გამოკითხულ ამომრჩეველთა – 4,21%-ის მხარდაჭერა მიიღო, მოძრაობამ ”სახელმწიფო ხალხისთვის” - 3,25%-ის; ”თავისუფალმა დემოკრატებმა” - 3,21%-ის; ”დემოკრატიულმა მოძრაობამ” - 2,81%-ის და სხვა პარტიებმა 8,12%-ის;

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის მიხედვით

ქართული ოცნებას - 39,9%

ნაციონალურ  მოძრაობას - 32,7%

პატრიოტთა ალიანსს - 5,9%

რაც შეეხება სხვა პარტიებს, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „თავისუფალი დემოკრატები" – 4.0%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3,1%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" – 2,7%.

ამავე კატეგორიაში