სახალხო დამცველის შეფასებიბი

08 ოქტომბერი 2016, 20:00 852 ნახვა

სახალხო დამცველი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, უყურადღებოდ არ დატოვონ დაპირისპირების შესაძლო წამოწყების შესახებ მიღებული არც ერთი ინფორმაცია. ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნუნუაშვილმა, ხმების დათვლის პროცესის დროს მომხდარი ინიდენტების შეფასებისას განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სხვადასხვა ინციდენტზე არაეფექტური რეაგირება, შესაძლოა, ასევე, იყოს ერთერთი განმაპირობებელი მიზეზი ძალადობრივი აქტების. 
სახალხო დამცველი, ასევე, მიმართავს საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სიმშვიდის შენარჩუნებისათვის ყველაფერი გააკეთონ და თავიანთ მხარდამჭერებს ძალადობისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდონ.

ამავე კატეგორიაში