არსამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ აყენებენ

09 ოქტომბერი 2016, 20:00 800 ნახვა

არსამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას, ეჭვქვეშ არ აყენებენ. „სამართლიან არჩევნებში” აცხადებენ, რომ კენჭისყრის დღე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და დაფიქსირებული დარღვევები ძირითადად საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების არაპროფესიონალიზმით იყო გამოწვეული. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ დაფიქსირებულ დარღვევებს მნიშვნელოვანი  გავლენა არჩევნების შედეგებზე არ მოუხდენია  .

 მესამე სექტორში აცხადებენ, რომ  აჭარის  რეგიონის შემთხვევაში  ძალადობის ფაქტები არ იყო   და ძირითადი დარვევები  ოქმების შედგენის დროს დაფიქსირდა.   მთლიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებს დადებითად აფასებენ და საარჩევნო ადმინისტრაციას რეკომენდაციებით მიმართავენ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს გუშინ  საერთაშორისო და სამამკვირვებლო ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა. მათი თქმით, ეს არჩევნები არ იყო იდეალური, თუმცა საერთო ჯამში ის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. 

ამავე კატეგორიაში