,,თავისუფალი დემოკრატები“ მასშტაბურ რეორგანიზაციას იწყებენ

16 ოქტომბერი 2016, 20:00 777 ნახვა

,,თავისუფალი დემოკრატები“ მასშტაბურ რეორგანიზაციას იწყებენ.  ხუთი თვის განმავლობაში პარტიული სტრუქტურები  როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გადაიხედება“, - სამომავლო გეგმებზე  პარტიის აღმასრულებელი  მდივანი და პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ კეკნაძე საუბრობს.  მისი თქმით, ,გეგმა მას შემდეგ შემუშავდა, რაც პარტიამ ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა. მისი განცხადებით, ირაკლი ალასანია პარტიის თავმჯდომარედ რჩება.   აღმასრულებელი მდივანი ვარაუდობს, რომ საკუთარი პარტიის წევრები გაიყიდნენ, ან სახელისუფლებო ძალას გაურიგდნენ.

       „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილი წევრი ზურაბ აბაშიძე აანონსებს, რომ, დადგება დრო, როცა გაასაჯაროებს, თუ რატომ მივიდა პარტია ამ შედეგამდე. აბაშიძე ხელისუფლებასთან თანამშორმლობას არ გამორიცხავს.  „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს, ოპოზიციური ფლანგიდანაც კი“, -აცხადებს  აბაშიძე და დასძენს, რომ ის თანამშრომლობას მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“  გამორიცხავს.

ამავე კატეგორიაში