ფესტივალის ''განდაგანა'' 28 ოქტობერს გაიმართება

24 ოქტომბერი 2016, 20:00 1053 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ფესტივალის „განდაგანა“  ჩატარების თარიღი შეცვალა და ის 28 ოქტობერს გაიმართება. სოფლის ტურიზმის ფესტივალის ერთი დღით ადრე, ჩატარდება  დეპრტამენტმა სინოპტიკოსებზე დაყრდნობით გადაწყვიტა , ისინი  29 ოქტომბრისთვის წვიმას ვარაუდობენ.

პარასკევს, ევროპის მოედანზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები.  გაიმართება აჭარის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციები.  ფესტივალზე ღია ცის ქვეშ ასევე წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრები. ევროპის მოედანზე მისული სტუმრების განწყობაზე კი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ- ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში