სოფელ ხინოსთვის ძველი სახელწოდების დაბრუნების მიზნით მოსახლეობამ ხელმოწერები შეაგროვა

21 თებერვალი 2017, 20:00 785 ნახვა

სოფელ ხინოსთვის ძველი სახელწოდების დაბრუნების მიზნით მოსახლეობამ ხელმოწერები შეაგროვა. პეტიციის სამასი ხელმომწერი ითხოვს, რომ სოფელ ხინოს დაუბრუნდეს მისი ისტორიული სახელი - ხინოწმიდა, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ ერქვა. საკრებულომ აღნიშნულ თემაზე საჯარო განხილვა მოაწყო. დასამტკიცებლად საკითხი საკრებულოს მომდევნო სხდომაზე გავა, რის შემდეგაც ზემდგომ ორგანოებს გადაეგზავნება. გარდა ამისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომაზე, კიდევ 3 პეტიცია განიხილეს. პეტიციები ქობულეთის მცხოვრებლებმა "დემოკრატიის ინსტიტუტის" მხარდაჭერით, პროექტში პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში ჩართულობით მოამზადეს.

ამავე კატეგორიაში