მედეა ვასაძე კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს

22 თებერვალი 2017, 20:00 917 ნახვა

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კომპანიის „ჰიგიენა 2009“-ის ირგვლივ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დღეს განცხადება ყოფილმა დეპუტატმაც გააკეთა. მედეა ვასაძემ ჟურნალისტებთან გაიხსენა, რომ  კომპანიის ყოფილ დირექტორთან დაკავშირებით მას პრეტენზიები ადრეც ჰქონდა. მისი განცხადებით, ირაკლი ცეცხლაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კიდევ ოთხი კომპანიის დირექტორი იყო. ყოფილი დეპუტატი საქმესთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის არჩილ ხაბაძის, ასევე, მისი მამისა და ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დავით ბალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.  შეგახსენებთ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კომპანიის დირექტორს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის განკუთვნილი,  დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისებას ედავებიან.

ამავე კატეგორიაში