მამალაძის ადვოკატებმა წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს - მამა მიქაელი

22 თებერვალი 2017, 20:00 895 ნახვა

„აზრი იმის თაობაზე, რომ  დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარესთან შეხვედრაზე თავს ვიკავებთ, უსაფუძვლოა”, - განაცხადა  პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.  მამა მიქაელის თქმით, მამალაძის ადვოკატებმა წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს,  რაზეც მათი მხრიდანაც  მზაობაა. მისივე თქმით, შეხვედრას  პატრიარქი არ დაესწრება.გიორგი მამალაძის  დამცველები  მიხეილ რამიშვილი და გიორგი ფანცულაია  ნახევარი საათის წინ საპატრიარქოში შევიდნენ. 

ამავე კატეგორიაში