შუახევის საკრებულო

23 თებერვალი 2017, 20:00 958 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შუახევის საკრებულოს თამჯდომარეს დეპუტატების მოსყიდვაში ადანაშაულებს. სოსლან ზოიძის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარისა  და მის მოადგილისთვის გამოყოფილი 9 ათას 600 ლიტრი საწავავის გარდა, დამატებით, წლის განმავლობაში, 3 ათასი ლიტრი საწვავი მორიგე მანქანაზე გამოიყო. 
 ზოიძის მტკიცებით, მორიგე მანქანისთვის გათვალსიწინებული საწვავი ნოდარ ქარცივაძემ საკრებულოს დეპუტატებს საჩუქრად გადასცა. 
ოპონენტთა პრეტენზიებს ბრალდების ადრესატი არ იზარებს, ნოდარ ქარცივაძის განცხადებით, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებს 50-50 ლიტრი საწვავი უფლებამოსილების განხორციელებისთვის გასცეს. 

ამავე კატეგორიაში