შუახევის საკრებულო

23 თებერვალი 2017, 20:00 862 ნახვა

შუახევის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციური ფრთის დეპუტატებმა გამგებლის მიერ 2016 წელს შესრულებული  სამუშაო დაიწუნეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოსლან ზოიძე ჩავარდნილ ტენდერებსა და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს. გამგებელი სხდომაზე  ნეპოტიზმსა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში მოქალაქე თამარ მიქელაძემაც დაადანაშაულა. დეპუტატებმა შესყიდვების სამსახურის 2016 წლის სამუშაოს ანგარიშიც მოისმინეს.  

ამავე კატეგორიაში