ქედის საკრებულო

23 თებერვალი 2017, 20:00 851 ნახვა

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა ქედაში. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. კანონმდებლების უმრავლესობამ  ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ახალშეძენილი მრავალფუნქციური ტრაქტორის ქედის კომუნალ-სერვისისთვის გადაცემის საკითხს მხარი დაუჭირა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფელ ძენწმანში არსებული  800 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცემა.  დღესვე, დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ შეტანილი პეტიციები განიხილეს. დოკუმენტი დაბაში პარკირების პრობლემას, სოფლებში აბრების განთავსებას, ასევე, სახიფათო მოსახვევების გაფართოებასა და საბავშვო ბაღებში გასართობი პარკების მოწყობას ეხება. 

ამავე კატეგორიაში