ვიზალიბერალიზაცია

26 თებერვალი 2017, 20:00 870 ნახვა

„მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები,  მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით, შენგენის წევრ ქვეყნებთან ისარგებლებენ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილეს და, საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.  ევროკომისარმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით  მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რასაც სათანადოდ აფასებს ევროკავშირი.

ამავე კატეგორიაში