სახალხო დამცველის ინიციატივა

26 თებერვალი 2017, 20:00 890 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებების შეტანის წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართა. წინადადების თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს ადგილობრივი გაშვილების მარეგულირებელ  საკანონმდებლო ნორმებში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მომეტებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საერთაშორისო გაშვილების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ხარვეზებზე. ამ კუთხით აღსანიშნავია შემდეგი მიმართულებები: ჰააგის კონვენციის პრინციპის შესაბამისად, ეროვნული გაშვილების სისტემაში საერთაშორისო გაშვილების წესის მოქცევა; საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვისა და უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების  თავსებადობის კრიტერიუმების დადგენა; საქართველოს სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთ გაშვილების საქმეებზე მონიტორინგის სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტება.
   საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, უნდა გადაიხედოს, ასევე, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრის წესი. 

ამავე კატეგორიაში