გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის ელჩს შეხვდა

26 თებერვალი 2017, 20:00 816 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის ელჩს საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა. მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება.
   გიორგი მღებრიშვილმა  და რადუ ლივიუ ჰორუმბამ საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და რუმინეთის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულ შეთანხმებას აპრილში მოეწერება ხელი და მისი ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება.

ამავე კატეგორიაში