ვროცლავის მე-9-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

26 თებერვალი 2017, 20:00 950 ნახვა

ვროცლავის მე-9-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს რეკლამირება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გაუწია.  ვიზიტორები ტურისტული პროდუქტებითა და რეგიონში მოგზაურობით დაინტერესდნენ. გამოფენაზე განსაკუთრებული ყურადღება ეკოტურისტულ, სამთო და კულინარიულ მარშრუტებზე გაკეთდა. 
  სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრები ტურისტულ და სარეკლამო კომპანიებთან გამართეს.  
    საქართველოს სტენდი სილეზიის სავოევოდოს მარშალთან ერთად  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დაათვალიერა. საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია გამოფენის გახსნის ცერემონიალსა და პრესკონფერენციაში მონაწილეობდა. დავით გაბაიძემ რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. 
    წლის ბოლომდე დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებს პოლონეთში კიდევ ორ გამოფენაზე, კატოვიცესა და ვარშავაში წარადგენს. პოლონეთის ტურისტულ ბაზარზე რეგიონის რეკლამირებას დეპარტამენტი გაზაფხულიდან დაიწყებს.

ამავე კატეგორიაში