პრეზიდენტი ევროკომისარს შეხვდა

26 თებერვალი 2017, 20:00 839 ნახვა

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.  დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტთან საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე  უმნიშვნელოვანესი დისკუსია გაიმართა.
   პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივან  თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის ფინალურ ეტაპზე გადავიდა, რომელიც  უკვე საბოლოო გაფორმებას გულისხმობს.  მისივე თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს.

ამავე კატეგორიაში