სამთო-სათხილამურო თასის გათამაშება

27 თებერვალი 2017, 20:00 854 ნახვა

გოდერძის უღელტეხილზე 2016-2017 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მესამე ეტაპი გაიმართა. გამარჯვებულები სამ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდნენ.   სლალომში ერთმანეთს გუდაურის, მესტიის, ბაკურიანის, თბილისის წმიდა გიორგის სკოლისა და აჭარის გუნდები ეჯიბრებოდნენ.
   გამარჯვებულები მეოთხე და მეხუთე ეტაპზე მონაწილეობას განაგრძობენ. მომდევნო ორი ეტაპი გუდაურში გაიმართება, სადაც, საერთო შედეგების მიხედვით, საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდებიან 

ამავე კატეგორიაში