აჭარის მთავრობის წევრების ოფიციალური ვიზიტი ასტანაში გრძელდება.

27 თებერვალი 2017, 20:00 877 ნახვა

აჭარის მთავრობის წევრების ოფიციალური ვიზიტი ასტანაში გრძელდება. დელეგაციის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე მიიღეს, დღეს კი ისინი ყაზახეთის ინვესტიციებისა და რესპუბლიკის განვითარების მინისტრსა და შიდავაჭრობის პალატის თავმჯდომარეს შეხვდებიან. ქართული მხარე გეგმავს, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებს რეგიონის საინვესტიიო და ტურისტული პოტენციალი გააცნოს.  მინისტრები შეხვედრებისგან პოზიტიურ  შედეგებს ელოდებიან. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს  ყველა  ფორმატში განიხილავენ.
    აჭარის მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში ხვალ სრულდება. საქართველოში გამომგზავრებამდე მთავრობის წევრები აქტაუში   თანამშრომლობის მემორანდუმს  გააფორმებენ.

ნათია ლომაძე

ამავე კატეგორიაში