შეხვედრა ქალაქ ასტანას აკიმთან

27 თებერვალი 2017, 20:00 802 ნახვა

 აჭარის მთავრობის დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, დღეს აუდიენცია ქალაქ ასტანას აკიმთან (მერთან) ასეკ ისეკეშევთან გაიმართა. მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკისა და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძემ  აჭარაში MICE  და სპორტული ტურიზმის განვითარებაზე და    ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართ გაზრდილ ინტერესზე ისაუბრა. სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტთან ერთად, ზურაბ პატარაძემ აჭარაში სპორტული ბაზების კეთილმოწყობისა და მომავალში რეგიონის სპორტული შეკრებების ცენტრად ქცევის პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება.
   თანამშრომლობის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი ბათუმი-ასტანას მიმართულებით არსებული ჩარტერული და რეგულარული სეზონური ავიაფრენები იყო. მხარეებმა  უახლოეს პერიოდში დამატებითი ფრენების შემოღების შესაძლებლობები განიხილეს.  
   შეხვედრის შემდეგ დაინტერესებული ბიზნესმენების საქართველოში, კერძოდ, აჭარაში ვიზიტი დაიგეგმა.

ამავე კატეგორიაში