საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი

27 თებერვალი 2017, 20:00 782 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბელარუსის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი,  ვიზიტის ფარგლებში, ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. მოგვიანებით კი, ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და დოკუმენტს ხელს მოაწერენ. საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანში ხის დარგვის ცერემონიაშიც მიიღებს მონაწილეობას და მინსკში გამარჯვების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს. დაგეგმილია შეხვედრები ბელარუსის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს  და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეებთან,  ასევე, ქვეყნის  პრემიერ-მინისტრთან.  

ამავე კატეგორიაში