ტურნირი მინი-ფებურთში

28 თებერვალი 2017, 20:00 992 ნახვა

სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში დასრულდა გამოჩენილი ბათუმელი ფეხბურთელის, ბათუმი „დინამო“-ს კაპიტან გური ჩავლეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფებურთში. შეჯიბრში სხვადასხვა  კომერციული დაწესებულება  მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს კომპანიების  „ბათუმის წყალი“ და  “სანდო” გუნდები დაუპირისპირდნენ. პენალტების სერიით „სანდომ“ გაიმარჯვა. გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ტურნირი მინი-ფეხბურთის აჭარის რეგიონული ფედერაციის ინიციატივითა და  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში