ქუჩის რეაბილიტაცია ქობულეთში

28 თებერვალი 2017, 20:00 717 ნახვა

2 მილიონ 503 ათასი ლარი დაიხარჯება ქობულეთში,  რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის. ერთდროულად 4 ინფრასტრუქტურული პროექტი: რუსთაველის ქუჩის მეორე შესახვევისა და  სამი ჩიხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოეწყობა სანიაღვრე ახები, დაიგება ფილები და  ქუჩის დაზიანებულ ნაწილებიც გარემონტდება. მუნიციპალიტეტის გამგებელ სულხან ევგენიძის ინფორმაციით,  სამუშაოები ივლისის ბოლოსთვის დასრულდება.

ამავე კატეგორიაში