პრეზიდენტი ბელორუსში

28 თებერვალი 2017, 20:00 767 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის  გიორგი მარგველაშვილის  ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში   დაიწყო. 
    ქართველ კოლეგას მასპინძლობას ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უწევს. ქვეყნის პირველი პირი, ვიზიტის ფარგლებში, 1-2 მარტს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ირაკლი აბაშიშვილის ინფორმაციით,  შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრე ლუკაშენკო ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ამავე კატეგორიაში