პრეზიდენტის განკარგულებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ამ წუთებში უნდა დაიწყოს

28 თებერვალი 2017, 20:00 779 ნახვა

პარლამენტი დღეს ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭისყრაზე დააყენებს. პრეზიდენტის განკარგულებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ამ წუთებში უნდა დაიწყოს. როგორც მოსალოდნელია, საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. 
    17 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის მთავარი სიახლე არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში  საჯარო სამართლის იურიდიული პირი, -ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო იქმნება, რომელსაც ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება. 

ამავე კატეგორიაში