ვიზალიბერიალიზაცია

28 თებერვალი 2017, 20:00 866 ნახვა

 დღეს ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის მეთაური დაესწრება. ცერემონიის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანის შეხვდება.
   საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირი-შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. „განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი, საქართველოს მოქალაქეები შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ“, -ამბობს საგარეო უწყების ხელმძრვანელი მიხეილ ჯანელიძე. „ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის დეკლარირება“, - აცხადებს  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე
 

ამავე კატეგორიაში