ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი

28 თებერვალი 2017, 20:00 869 ნახვა

ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომლის მიხედვითაც  ანგისის დასახლებაში  სპორტული ბაზის მშენებლობის დასრულების სამუშაოები უნდა შესრულდეს, არ შედგა.  მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ტენდერით არცერთი კომპანია დაინტერესებულა. სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.
   შეგახსენებთ, ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და გასული წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. კომპანია ,,ენერგო-სექტორმშენმა” ვალდებულება არ შეასრულა და სამუშაოები შეაჩერა.

ამავე კატეგორიაში