პრეზიდენტის შეწყალება

28 თებერვალი 2017, 20:00 952 ნახვა

„საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 93-ს, მათ შორის  6 ქალსა და  ერთ არასრულწლოვანს, საპატიმრო სასჯელი გაუუქმდათ. ისინი  სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებენ. 64 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა“, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა.
    მისივე თქმით, შეწყალების კომისიამ, 16-დან 21 თებერვლის ჩათვლით, იმსჯელა და 890 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

ამავე კატეგორიაში