საკონსტიტუციო კომისია მუშაობას განაგრძობს.

28 თებერვალი 2017, 20:00 826 ნახვა

საკონსტიტუციო კომისია მუშაობას განაგრძობს. ქვეყნის უზენაეს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე დღეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მსჯელობენ. ერთ-ერთი ინიციტივის მიხედვით, რომელიც დღეს განიხილება, შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წევრთა არანაკლებ 5 პროცენტს  საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება მიენიჭოს, თუ ისინი ჩათვლიან, რომ საფრთხე  თვითმმართველობის გარანტიებს ემუქრება. მმართველი გუნდის ინფორმაციით,  საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება რამდენიმე კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება.

ამავე კატეგორიაში