პრეზიდენტის ვიზიტი ბელარუსში

28 თებერვალი 2017, 20:00 789 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პირისპირ შეხვდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით. საუბრის ერთერთი მთავარი თემა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს. 
     შეხვედრაზე  ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მზარდი დინამიკა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების განსაკუთრებული მნიშვნელობა განიხილეს. 
   გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ბელარუს კოლეგას საკუთარი გამოცდილება ეკონომიკური რეფორმების, ასევე, ელექტრონული მმართველობისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით გაუზიაროს. 

ამავე კატეგორიაში