შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე

06 მარტი 2017, 20:00 867 ნახვა

ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს, რეგიონის პირველ პირთან ერთად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და ბულვარის ადმინისტრაციის ხელმღვანელი გაეცნენ.
   იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიის 2000 კვ/მ -ზე    შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო, ასევე, საფეხმავლო და ველობილიკებით პრომენადი მოეწყობა, გაიყვანენ მიწისქვეშა კომუნიკაციებს, მოაწესრიგებენ სანიაღვრე არხებსა და საკანალიზაციო სისტემას. 
    სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია   უზრუნველყოფს. ტერიტორიის გამწვანებაზე ბულვარის ადმინისტრაციის აგრონომები იზრუნებენ. 
    ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები მარტის ბოლომდე გაგრძელდება. 

 

ამავე კატეგორიაში