გვიანიძეების ოჯახი ოქტომბერში შეწყვეტილი პენსიის აღდგენას ითხოვს.

06 მარტი 2017, 20:00 758 ნახვა

გვიანიძეების  ოჯახი  ოქტომბერში შეწყვეტილი  პენსიის აღდგენას ითხოვს. მათი ინფორმაციით, თენგიზ გვიანიძეს ომის ვეტერანთან გათანაბრებული სტატუსი ჰქონდა და, სამხედრო სამსახურში ჯანმრთელობის დაზიანების გამო, პენსიას 1976 წლიდან იღებდა.  ოჯახს ერთი წლის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტეს, რომ გვიანიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსიას იღებდა, ძველი დოკუმენტაციის გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ  ყოველთვიური ფულადი შემწეობის გასაცემად დოკუმენტაციაში ხარვეზი დაფიქსირდა. პენსიის აღსადგენად სამედიცინო კომისიის შესაბამისი დასკვნაა საჭირო. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას,   სააგენტოს წარმოადგენელ თემურ ჭანტურიშვილის განმარტებით, ამის მიზეზი ოჯახში დაფიქსირებული  სხვა შემოსავალი გახდა,  ამ ეტაპზე კი  ოჯახის მდგომარეობას ხელახლა  სწავლობენ.  საკითხს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გამოეხმაურნენ, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.  

ამავე კატეგორიაში