შსს ინიციატივა

08 მარტი 2017, 20:00 877 ნახვა

ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით  შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოდის. აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა  გაიმართა, სადაც 2017-20 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია მოეწყო.  სხდომაზე, ასევე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ინიციატივები განიხილეს, რომლებიც ე.წ. „ქურდული სამყაროსა“ და  „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწასა და გამკაცრებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში